კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა. ბანაკის ოფიციალურ დახურვას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, დასავლეთ სარდლობის სარდალი გენერალი გიორგი მათიაშვილი, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა ლიცეუმის დირექტორი შალვა ძინძიბაძე, დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი თათია ხოჭოლავა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ძალების უფროსის მოადგილე ნიკოლოზ სირაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია, ცენტრის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ საქართველოს მთავრობას და „მომავლის ბანაკის“ განხორციელებაში ჩართულ ყველა სტრუქტურას მადლობა გადაუხადა და მოზარდებს სიტყვით მიმართა. ბანაკის ლიდერების და მონაწილეების მიერ სხვადასხვა საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა. „მომავლის ბანაკის“ სცენაზე მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ დაიდგა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით, სახელმწიფო დროშის აღმართვითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. პროგრამა მეექვსე წელია ხორციელდება და მასში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“, საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“. პროგრამა „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და მოიცავს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 7 თემატური დღისგან შედგება და აქტივობები დაგეგმილია ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. პროგრამის მიზანია საგანმანათლებლო-შემეცნებითი, რეკრეაციული სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების თანატოლებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა. წელს ბანაკმა 3 000-მდე მოზარდს უმასპინძლა!

იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ ევროკავშირის დაფინანსებით და მხარდაჭერით, 2018 წელს ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი განახორციელა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზ
ვრცლად

მოხალისეობის აღიარების ახალი კონცეფციის შემუშავება

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსი გიგა გაბელაია და ცენტრის პროგრამების სამსახურის უფროსი კოორდინატორი ნინო მიხანაშვილი, მოლდოვის რესპუბლიკაში, ქ. კიშინიოვში იმყოფებოდნენ საქმიანი ვიზიტით, სადაც ხელი მოეწერა „Erasmus+,
ვრცლად

კალენდრისა და წიგნის პრეზენტაცია

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ახალგაზრდების მიერ შექმნილი კალენდარისა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის არის განკუთვნილი.
ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ვრცლად