კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 8-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს გიწვევთ პროექტში „სახელობო წრეები

 

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 8-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს გიწვევთ პროექტში „სახელობო წრეები“.

მოზარდებს 2 თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ შეისწავლონ ჩხირებით ქსოვა, ჯვრული ქარგვა, ტიხრულ მინანქარზე და თექაზე მუშაობა.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომელთა ასაკი განისაზღვრება სასურველი მიმართულების მიხედვით:

• ჯვრული ქარგვისა და ჩხირებით ქსოვის შესწავლა - 8-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისათვის;

• თექაზე მუშაობის შესწავლა - 10-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისათვის;

• მინანქარზე მუშაობა - 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისათვის;

პროექტ „სახელობო წრეებში“ მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი მონაცემები:

 სახელი და გვარი;

 სასწავლებლის დასახელება;

 ასაკი;

 ტელეფონის ნომერი;

 სამოტივაციო წერილი;

მეილის გამოგზავნისას აუცილებელია მონაწილემ სასურველი მიმართულება მიუთითოს სათაურის ველში;

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი.

ელ-ფოსტა : egeradze@cync.ge ელისო გერაძე

მისამართი: ვაჟა-ფშაველას 76ბ; ტელ.: 322 30 02 03; მობ. : 574 403309

სხვა სიახლეები

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ პროექტის „ახალგაზრდა ლიდერები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ ფარგლებში ჩატარებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილოდოვეს.
ვრცლად

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის თავისებურებები.
ვრცლად

ანონსი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ 2018 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მართავს კონფერენციას თემაზე: აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვ
ვრცლად

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ვრცლად