კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ევროპის მოხალისეთა სამსახურის (EVS - European Voluntary Service) ვაკანსია პოლონეთში

ევროპის მოხალისეთა სამსახურის (EVS - European Voluntary Service) ვაკანსია პოლონეთში

პროექტის სახელწოდება: Inter-Generational Science Mixer
მასპინძელი ორგანიზაცია: Omniveda Foundation, www.wiedzanasbawi.pl /FB: Fundacja Omniveda
ადგილმდებარეობა: ვარშავა, პოლონეთი
პროექტის ხანგრძლივობა: 9 თვე, დასაწყისი 2018 წლის ნოემბერი
მოხალისეთა რაოდენობა საქართველოდან: 2

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, ორგანიზაცია „Omniveda Foundation“-ის პროექტ „Inter-Generational Science Mixer“ ფარგლებში, ეძებს ენერგიითა და იდეებით სავსე ახალგაზრდა ადამიანებს, რომელთაც აქვთ სათანადო მოტივაცია ჩაერთონ შემდეგ საქმიანობაში:
 საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტების ჩასატარებლად სასკოლო სამეცნიერო კლუბების ორგანიზება;
 მცირე ზომის სამეცნიერო კლუბების ორგანიზება, სკოლის მოსწავლეების სამეცნიერო გამოფენისთვის მომზადების მიზნით;
 სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორცილება ადგილობრივ ხანდაზმულთა კლუბისთვის ან თემის აქტივისტთა ჯგუფისთვის (მოხალისის ინტერესის გათვალისწინებით);
 ადგილობრივ ბიბლიოთეკაში, სხვადასხვა აქტუალური თემის განხილვის და უცხო ენის გაუმჯობესების მსურველი ახალგაზრდებისთვის და მოზარდებისთვის კლუბის შექმნა, საქმიანობების დაგეგმვა და განხორციელება.

მოხალისის პროფილი:

 18-დან 30 წლამდე აქტიური და მოტივირებული
ახალგაზრდა;
 ინგლისურ ენაზე მეტყველების უნარი;
 მოტივაციის მაღალი დონე;
 გუნდური მუშაობის და
კომუნიკაციის უნარები;
 მოტივაცია შეისწავლოს პოლონური ენა.

პროექტში ჩართვამდე შერჩეული მოხალისეები გაივლიან შესარჩევ და მოსამზადებელ ეტაპებს.
პროექტის ფარგლებში ფინანსდება მონაწილეთა ტრანსპორტირების, ადგილზე საცხოვრებლის და კვების ხარჯები.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 6 ოქტომბერი

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/18uMFfZCoY9rG8OfQiwCJX0PUBoCb_1W3zxy43V_XPAE/viewform?edit_requested=true

საკონტაქტო ნომერი: 579 232 344
ელ. ფოსტა: david.jinjikhadze@gmail.com

ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 76 ბ ,+995 32 2 30 02 03, Contact@cync.ge

სხვა სიახლეები

ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ ევროკავშირის დაფინანსებით და მხარდაჭერით, 2018 წელს ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი განახორციელა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზ
ვრცლად

მოხალისეობის აღიარების ახალი კონცეფციის შემუშავება

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსი გიგა გაბელაია და ცენტრის პროგრამების სამსახურის უფროსი კოორდინატორი ნინო მიხანაშვილი, მოლდოვის რესპუბლიკაში, ქ. კიშინიოვში იმყოფებოდნენ საქმიანი ვიზიტით, სადაც ხელი მოეწერა „Erasmus+,
ვრცლად

კალენდრისა და წიგნის პრეზენტაცია

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ახალგაზრდების მიერ შექმნილი კალენდარისა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის არის განკუთვნილი.
ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ვრცლად