კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ანონსი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ 2018 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მართავს კონფერენციას თემაზე: აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის თავისებურებები. 

  კონფერენციის მიზანია 2018 წელს ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული, საგამომცემლო სახლ „დედნისა“ და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ გამოცემული საგანმანათლებლო რესურსის  -  „101 თამაში და აქტივობა აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის“-  ქართულ პრაქტიკაში გამოყენების  საუკეთესო მაგალითების გაცნობა.

  წიგნის ავტორია ცნობილი ამერიკელი მეცნიერი და ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტი ტარა დელეინი.

  სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD)“ შესაბამისად მიისწრაფვის სოციალური მოდელის მხარდაჭერისა და ცენტრის ფარგლებში არსებულ ყველა სერვისში ინკლუზიური კომპონენტის დანერგვისკენ. შესაბამისად, ცენტრის ფარგლებში არსებული თითქმის ყველა სერვისი მიემართება საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს, ახალგაზრდას და მათ მშობელს.

 საქართველოში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, ცენტრი აქტიურად მუშაობს, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ პარტნიორებთან, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის.

 ცენტრის ფარგლებში ფუნქციონირებს „CYNC სივრცე“, სადაც მსურველებს შეუძლიათ  სხვადასხვა ტიპის შეხვედრების, პრეზენტაციების ორგანიზება, ასევე არსებული საგანმანათლებლო რესურსებისა და სხვადასხვა ჟანრის წიგნების გაცნობა.

 კონფერენციის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ადგილზე გაეცნონ აღნიშნულ წიგნს და ცენტრის ფარგლებში შექმნილ სხვა საგანმანათლებლო რესურსებს და ხელნაკეთ ნივთებს.

 

 

თარიღი  და ღონისძიების დაწყების დრო: 15:00, 10 დეკემბერი, 2018წ.

მისამართი: სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“,

ვაჟა-ფშაველას  გამზ. 76ბ. თბილისი

 

 

სხვა სიახლეები

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ პროექტის „ახალგაზრდა ლიდერები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ ფარგლებში ჩატარებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილოდოვეს.
ვრცლად

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის თავისებურებები.
ვრცლად

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი აცხადებს ესსეების კონკურსს

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით, აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე- მდგრადი განვითარების მიზნები.
ვრცლად