კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

მოხალისეობის აღიარების ახალი კონცეფციის შემუშავება

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსი გიგა გაბელაია და ცენტრის პროგრამების სამსახურის უფროსი კოორდინატორი ნინო მიხანაშვილი, მოლდოვის რესპუბლიკაში, ქ. კიშინიოვში იმყოფებოდნენ საქმიანი ვიზიტით, სადაც ხელი მოეწერა „Erasmus+, Cooperation for innovation and exchange of good practices, Capacity Building in the field of youth-Eastern Partnership-Civil Society Fellowships for youth“
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ საპროექტო ხელშეკრულებას - Reimagining Recognition/მოხალისეობის აღიარების ახალი კონცეფციის შემუშავება.
პროექტი ითვალისწინებს მოხალისეობის მიმართულებით ახალგაზრდულ ორგანიზაციებში კომპეტენციების გაძლიერებას, პროექტში ჩართულ ქვეყნებში -მოლდოვა, ფინეთი, უკრაინა, სომხეთი, ლიტვა, ირლანდია და საქართველო, არაფორმალური განათლების აღიარების და ციფრული მექანიზმის Open Badges დასანერგად.
პროექტის ფარგლებში ორგანიზება გაუკეთდება მოხალისეობის აღიარების გამოცდილების შესახებ კვლევას, ჩატარდება ცნობიერების ამაღლების კამპანია Open Badge მექანიზმის შესახებ, თითოეული ქვეყნისთვის შეიქმნება მასზე მორგებული Badge-ის პროტოტიპი და მოხდება მისი პილოტირება და სისტემის დანერგვის მიზნით შემუშავდება რეკომენდაციები. 
პროექტის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდება საქართველოში.

სხვა სიახლეები

ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ ევროკავშირის დაფინანსებით და მხარდაჭერით, 2018 წელს ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი განახორციელა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზ
ვრცლად

კალენდრისა და წიგნის პრეზენტაცია

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ახალგაზრდების მიერ შექმნილი კალენდარისა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის არის განკუთვნილი.
ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, კალათბურთში მედიატურნირი გაიმართა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, კალათბურთში მედიატურნირი გაიმართა. ტურინირი დაბოლოება იყო ცენტრის მიერ წლის მანძილზე საქართველოს ყველა რეგიონში გამართული სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც პროექტის „სპორტი ბარიერების გა
ვრცლად