კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„სპორტი ბარიერების გარეშე“ – 40 000 მოზარდი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სპორტულ ატივობებში!

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე“ დაიწყო, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის 12-16 წლის სპორტის მოყვარული მოზარდები (გოგო-ბიჭი) ჩაერთვებიან.

 

პროექტმა სტარტი 24 აპრილს ქ. ზუგდიდში აიღო, სადაც მუნიციპალურ ეტაპზე 6 800 მოზარდი ჩაერთო.  შეჯიბრი სპორტის 6 სახეობაში - სპრინტში, ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, ფრენბურთში  და მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა. 

გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები და მონაწილეები:

ფრენბუთი (გოგოები) - ჯიხაშკარის N 1 საჯარო სკოლა ;

ფრენბურთი (ბიჭები) - ზუგდიდის N 1 საჯარო სკოლა;

ფეხბურთი (გოგოები)- კახათის N1 საჯარო სკოლა;

ფეხბურთი (ბიჭები)- ზუგიდიდს N4 საჯარო სკოლა;

კალათბურთი (გოგოები) - ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა;

კალათბურთი (ბიჭები)- ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა;

სპრინტი-  ხუფენია არჩილი და თოლორაია მართა;

მაგიდის ჩოგბურთი- მარიამ ჭურღულია და თომა ჭურღულია;

ჭადრაკი- თეკლა ბეჭვაია და გიორგი სართანია;

საუკეთესო ფეხბურთელი-  ლუკა შენგელია;

საუკეთესო მეკარე- გიორგი ჩაგინავა.

 

ფეხბურთის ტურნირში გამარჯვებულ გუნდებს სიტყვით მიმართეს და სხვადასხვა საჩუქრით დააჯილდოეს  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ.

შესარჩევი ეტაპი საქართველოს ყველა რეგიონში მუნიციპალურ დონეზე გაიმართება, გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები კი რეგიონალურ ტურნირში ჩაერთვებიან.

სპორტული ფესტივალი რეგიონალურ დონეზე  სტარტს 7 მაისს აიღებს და  საქართველოს 12 თვითმმართველ ქალაქს მოიცავს.

საქართველოს თითოეულ რეგიონში გამოვლინდებიან გამარჯვებულები სქესთა ბალანსის დაცვით, რომელთაც გადაეცემათ  მანავში, „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ საგზური, თასები, მედლები და სხვა პრიზები.

პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას, თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას, სპორტული აქტივობების საშუალებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ცენტრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, მოახდინონ ჯანსაღი ცხოვრების და აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაცია საკუთარ თემებში. 

 

სხვა სიახლეები

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს მონაწილეობის მსურველთა მიღებას შაორის „მომავლის ბანაკში“

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს მონაწილეობის მსურველთა მიღებას შაორის „მომავლის ბანაკში“.
ვრცლად

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის დოკუმენტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და სოხუმი
ვრცლად

„კომპეტენციის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის“

პროექტის „კომპეტენციის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის“ ფარგლებში შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის მონაწილეებს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ სიტყვით მიმარ
ვრცლად

პროექტში „CYNC სივრცე“ თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა" და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, პროექტის „CYNC სივრცე“ ფარგლებში, ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტრენინგი გაიმართ
ვრცლად