კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე

 

 

         

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროექტი სპორტი ბარიერების გარეშემიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის 12-16 წლის სპორტის მოყვარული მოზარდები (გოგო-ბიჭი) ჩაერთვებიან.

პროექტმა სტარტი 7 მაისს ქ. რუსთავში აიღო. შეჯიბრის პირველი დღე სპრინტს, ფეხბურთსა და ჭადრაკს დაეთმო, მეორე დღეს კი მოზარდები კალათბურთის, მაგიდის ჩოგბურთისა და ფრენბურთის ტურნირებში ჩაერთვნენ.

გამოვლინდნენ გამარჯვებული მონაწილეები, რომელთაც მანავში, „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ საგზური, თასები, მედლები და სხვა პრიზები გადაეცათ.

ფრენბურთი (გოგოები) - ნონიაშვილი მირანდა, მჭედლიძე თამარი, ქობულაძე მარიამი, გოგოლაძე მარი, ბეჟანიშვილი ანა, სამადაშვილი თამთა, გაფრინდაშვილი მანანა;

ფრენბურთი (ბიჭები) - მაჭარაშვილი გიორგი, გოგრიაშვილი ანზორი, ისმაილოვი რაუფ, ტოლმოსოვი დავითი, ბუხრაშვილი დავითი, ქემაშვილი ლექსო, ისმაილოვი რაული;

ფეხბურთი (გოგოები)-  აისელ იბრაგიმოვა, საჰილა რზაგულიევა, საბინა რზაგულიევა, ფიდან რუსტამოვა, სევინჯ ალიევა, დუიღუ ახმედოვა;

ფეხბურთი (ბიჭები)-  გიორგი ნამგალაძე, გიორგი მუშკუდიანი, აბრამ გაფრინდაშვილი, ლუკა ახოტელაშვილი, ზურაბ კობალავა, ბექა თაუნიაშვილი;

სპრინტი- ვეზიროვი საბინა, ნაგიევი გიორგი, ხუციშვილი ნიკა, ონიანი ეთერი; 

მაგიდის ჩოგბურთი- თამარ ბიკაშვილი, არკადი გულიკიან, აისელ რამაზანოვა, უმუთ ოვსიევი;

ჭადრაკი- რეხვიაშვილი ლუკა, კუჭუხიძე ლიზი, ვახტანგიძე ნერსე, რეხვიაშვილი მარიამი.

კალათბურთი (გოგოები) - ბოჭოიძე ნინო, ბოჭოიძე ელენე, პეტროვა ნინო, ლაზიშვილი ამანდა;

კალათბურთი (ბიჭები)- ისაევაი ახმედ, ტურაშვილი ლევანი, სულაძე ლადო, ბერუაშვილი გიორგი.

კალათბურთის ტურნირში გამარჯვებული გუნდები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ბააკაშვილმა  დააჯილდოვა. ღონისძიებას ესწრებოდა ა(ა)იპ. "ქ. რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი გეგი ლიპარტელიანი.

პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას, თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას, სპორტული აქტივობების საშუალებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ცენტრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, მოახდინონ ჯანსაღი ცხოვრების და აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაცია საკუთარ თემებში.  

 

სხვა სიახლეები

კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის

17 მაისს ზუგდიდში, პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ შესარჩევი ეტაპი გაიმართა, რომელსაც კონსულტანტები - მხატვარი გოგა ჯაფარიძე, მწერალი ოთარ ჯირკვალიშვილი და მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი ლექსო დორეული უძღვებოდნენ. ბავშვთა და ახალგაზრდობის
ვრცლად

ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე“ ქ. ზუგდიდს ესტუმრა

ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე“ ამჯერად ქ. ზუგდიდს ესტუმრა. შეჯიბრის პირველი დღე სპრინტს, ფეხბურთსა და ჭადრაკს დაეთმო. გამარჯვებული მონაწილეები, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ მანავის „სპორტულ-შემეცნებით
ვრცლად

„CYNC ქსელი“

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 13-15 მაისს ქალაქ ბათუმში, პროექტის „CYNC ქსელი“ ფარგლებში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურების წარმომადგენლებთან და რეგიონული საგანმანა
ვრცლად

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს" 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა.
ვრცლად