კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის

17 მაისს ზუგდიდში, პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ შესარჩევი ეტაპი გაიმართა, რომელსაც კონსულტანტები - მხატვარი გოგა ჯაფარიძე, მწერალი ოთარ ჯირკვალიშვილი და მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი ლექსო დორეული უძღვებოდნენ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები წიგნებითა და კალენდრებით დაასაჩუქრა.
„ახალგაზრდა ხელოვანი“ არის კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის, რომელთა ასაკობრივი ჯგუფია 14-18 წელი. 
მონაწილეები შეირჩევიან ღია კონკურსის მეშვეობით. ფინალურ ეტაპზე კონკურსის შედეგად შეირჩევა 132 ფინალისტი, რომლებიც გაემგზავრებიან შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „მომავლის ბანაკში“.
კონკურსებში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას. 
კონკურსის შერჩევის ეტაპები:
პირველ ეტაპზე, მუნიციპალურ დონეზე შეირჩევა 5 მხატვარი და 6 მწერალი, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან რეგიონულ ეტაპზე.
მეორე ეტაპზე, ჟიური რეგიონულ გამარჯვებულებს ადგილზე შეარჩევს. თითო რეგიონიდან 5 მხატვარი და 6 ახალგაზრდა მწერალი (60 მხატვარი და 72 მწერალი).
მესამე ეტაპზე შერჩეული მონაწილეები გაემგზავრებიან „მომავლის ბანაკში“ შაორზე, სადაც ფინალისტები გაივლიან 5 დღიან მასტერკლასს და პროფესიონალი ჟიურისა და კონსულტანტების დახმარებით შექმნიან ნახატებს (წელიწადის 12 თვის თემატიკაზე) და დაწერენ მოთხრობებს. ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა სახის საჩუქრებით.
მეოთხე ეტაპზე, ფინალისტების ნამუშევრებიდან შეირჩევა საუკეთესოები და დაიბეჭდება წიგნისა და კალენდრის სახით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული წიგნი დაიბეჭდება ბრაილის შრიფტითაც.

 იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ვრცლად

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ პროექტ - „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“-ის ფარგლებში აცხადებს კონკურსს საბანაკე პოზიციებზე

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ პროექტ - „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“-ის ფარგლებში აცხადებს კონკურსს საბანაკე პოზიციებზე: ტრენერი,ლიდერი,კულტურული ღონისძიებების კოორდინატორი,DJ,სპორტული ოფიცერი ,ფოტო-ვიდეო ბლოგ
ვრცლად

პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ ფარგლებში საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნული კონკურსი გაიმართა

2 ივნისს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ ფარგლებში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზში, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნული კ
ვრცლად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ვრცლად