კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის დოკუმენტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია ბავშვთა და ახალგაზრდობის განათლებისა და განვითარებისთვის მხარეთა თანამშრომლობა, რაც გულისხმობს:
• ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს ღონისძიების ჩატარების დროს და ადგილს;
• იურიდიული სამსახურის ჩართულობას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამებში;
• ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის გაცნობას;
• ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობისა და მანდატის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
• ბავშვებთან და ახალგაზრდებთან სამართლებრივ დისკუსიებში მონაწილეობას.

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად