კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ ფარგლებში საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნული კონკურსი გაიმართა

2 ივნისს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ ფარგლებში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზში, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნული კონკურსი გაიმართა. გამარჯვებული ახალგაზრდა კონკურსანტი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამების მართვის სამსახურის უფროსმა ფატი მუმლაძემ დააჯილდოვა. პროექტი „ახალგაზრდა ხელოვანი“ გულისხმობს პოლიფონიური, საგუნდო ხელოვნების მხარდაჭერას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი ახალგაზრდული გუნდების აღმოჩენას და მათ მხარდაჭერას საფინალო კონკურსზე. ჟანრები რომელშიც ახალგაზრდა ხელოვანები სამუსიკო დარგებში შეირჩევიან: აკადემიური საგუნდო სიმღერა, ქართული ხალხური სიმღერა, ქართული გალობა. პროექტის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების გამოვლენა მხატვრობის, ლიტერატურისა და საგუნდო ხელოვნების მიმართულებებით და მათი განვითარების ხელშეწყობა. კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები გაემგზავრებიან შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „მომავლის ბანაკში“.

 

იხილეთ ვრცლად

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად