კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ პროექტ - „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“-ის ფარგლებში აცხადებს კონკურსს საბანაკე პოზიციებზე

 

 

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ პროექტ - „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“-ის ფარგლებში აცხადებს კონკურსს საბანაკე პოზიციებზე:

ტრენერი,ლიდერი,კულტურული ღონისძიებების კოორდინატორი,DJ,სპორტული ოფიცერი ,ფოტო-ვიდეო ბლოგერი ,ინგლისური ენის ტუტორი,საწყობის კოორდინატორი.

თარიღები: 05 ივნ - 20 ივნ

მდებარეობა: თბილისი

დასაქმების ფორმა: სეზონური/დროებითი

ელ. ფოსტა: eapsummercamp2019@gmail.com

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაციას, ასევე ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას.

 

„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ პროექტს, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“. ბანაკის მთავარი მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მომზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ტოლერანტული გარემოს, თანამშრომლობისა და მულტიკულტურული ახალგაზრდული პლატფორმის შესაქმნელად, არაფორმალური საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის გამოყენებით.

 

ბანაკი 2019 წლის 16 აგვისტოს გაიხსნება და 30 აგვისტოს დაიხურება.

 

ბანაკის მონაწილეები არიან 14-18 წლის ახალგაზრდები აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო) და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. საერთო ჯამში - 100 მონაწილე. ბანაკში ყველა აქტივობა ტარდება ინგლისურ ენაზე.

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, რომელნიც თვლიან რომ აკმაყოფილებენ შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა მიუთითოს სასურველი ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში და ერთ მეილად გამოგზავნოს შემდეგი დოკუმენტები ელ. ფოსტაზე: eapsummercamp2019@gmail.com, 2019 წლის 20 ივნისისჩათვლით, სხვა შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი/ პასპოსტის ასლი;

განახლებული რეზიუმე ინგლისურ და ქართულ ენებზე;

სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან, პოზიციის შესაბამისად;

სასურველია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;

ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ინგლისურ და ქართულ ენებზე.

შერჩეული კანდიდატები შემდგომ ეტაპზე წარმოადგენენ: ჯანმრთელობის ცნობას;

ცნობას ნარკოლოგიურიდან და ნასამართლეობის ცნობას;

 

„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“-ის ფარგლებში საბანაკე პოზიციებზე განსაზღვრული მოვალეობები, საკვალიფიკავიო მოთხოვნები და უნარები:

 

ტრენერი

ტრენერი პასუხისმგებელია, ბანაკის მონაწილე შესაბამის ჯგუფს, წინასწარ შესწავლილი სატრენინგე მოდულის შესაბამისად აუმაღლოს შესაბამისი კომპეტენცია და გავიდეს იმ მიზნებზე, რაც პროექტის მიხედვითაა მოაზრებული.

ტრენერის მოვალეობები:

ტრენერთა მოსამზადებელ ტრენინგზე დასწრება;

წინასწარ გაწერილი სატრენინგე მოდულების შესწავლა და დამუშავება, მთელი ბანაკის მანძილზე;

ბანაკის მიმდინარეობისას წინასწარ განსაზღვრულ თემებზე, ტრენინგის ჩატარება 25 კაციანი ჯგუფისთვის;

ყოველდღიური და საბოლოო ანგარიშის წარდგენა პროგრამის მენეჯერებისა და სუპერვაიზორებისთვის; (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

უშუალო ხელმძღვანელთან, ლიდერებთან ერთად საათიანი სამუშაო დღის დაგეგმვა და ორგანიზება;

მეწყვილესთან ერთად ბანაკის ყოველდღიური თემატიკის გაწერა და აღსრულება;

გაერთიანებული სესიების ორგანიზება და ჩატარება;

ჯგუფის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში;

ბანაკის კოორდინატორების მითითებისამებრ მოქმედება, მათ შორის მონაწილეთა დოკუმენტების წესრიგში ყოფნის ზედამხედველობა;

სხვა საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

14-18 წლის ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;

ტრენერობისა და ახალგაზრდული პროექტების ორგანიზების გამოცდილება;

გუნდური მუშაობის უნარი;

ტრენინგის განმავლობაში დასაფარი თემების საბაზისო ცოდნა, მათ შორის ერთ-ერთის სრულყოფილად ფლობა;

ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა; სასურველია რუსული ენის ცოდნა;

პასუხისმგებლობის გრძნობა;

გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;

კომუნიკაბელურობა;

პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;

 

ლიდერი

ბანაკის ლიდერები პასუხისმგებელი არიან ბანაკის მონაწილეთა ჯგუფზე, ბანაკის მსვლელობის განმავლობაში. აღნიშნული მოიცავს ბანაკის პროგრამული და სარეკრეაციო აქტივობების საორგანიზაციო და აღსრულების უზრუნველყოფას.

ბანაკის ლიდერის მოვალეობები:

ლიდერთა მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;

ბანაკის პროგრამისა და დაგეგმილი აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება, მთელი ბანაკის მანძილზე;

ჯგუფის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში;

ჯგუფის წევრთა დოკუმენტების უზრუნველყოფა;

საჭიროების შემთხვევაში ტრენერების დახმარება, სესიებსა და ჯგუფურ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება;

ტრენერებთან ერთად შესაბამისი ჯგუფის მომზადება სხვადასხვა ღონისძიებისთვის;

ბანაკის კოორდინატორების მითითებისამებრ მოქმედება, მათ შორის მონაწილეთა დოკუმენტების წესრიგში ყოფნის ზედამხედველობა;

ბანაკის ტერიტორიის შესწავლა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული ზომების მიღება, საევაკუაციო გეგმის ცოდნა;

ჯგუფისთვის საჭირო ინვენტარის ჩაბარება, ზედამხედველობა, მონიტორინგი და ნაკადის ბოლოს მისი დაბრუნება;

ბანაკის ხელძღვანელობასთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია, ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება ნებისმიერი წინააღმდეგობისა და ჯგუფში არსებული რაიმე სახის პრობლემის შესახებ;

ბანაკის მონაწილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბანაკის ხელმძღვანელობის და ექიმის ინფორმირება;

საღამოს ღონისძიებების, გაცნობის თამაშების ორგანიზება. მონაწილეთა დახმარება სხვადასხვა არაფორმალური აქტივობების ორგანიზებაში;

ყოველდღიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ყველა იმ ინფორმაციის ცოდნა და აქტივობის განხორციელება, რაც დაკავშირებულია მონაწილის სრულ მონაწილეობასთან ბანაკში, მათ შორის ადმინისტრაციული, ტექნიკური, პროგრამული, პირადი ან სხვა კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

ბანაკის პროგრამისა და შინაგანაწესის ცოდნა;

სასურველია 14-18 წლის ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;

სასურველია ახალგაზრდული პროექტებში მონაწილეობის/პროექტების ორგანიზების გამოცდილება;

გუნდური მუშაობის უნარი;

ტრენინგის განმავლობაში დასაფარი გარკვეულითემების შესახებ ინფორმაციის ფლობა;

ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;სასურველია რუსული ენის ცოდნა;

პასუხისმგებლობის გრძნობა;

კომუნიკაბელურობა;

კრეატიულობა;

 

კულტურული ღონისძიებების კოორდინატორი

კულტურული ღონისძიებების კოორდინატორი, ბანაკის განმავლობაში პასუხისმგებელია ბანაკის ფარგლებში ყველა სარეკრეაციო ღონისძიების ორგანიზებასა და განხორციელებაზე. კულტურული ღონისძიებების კოორდიტორი პასუხისმგებელია კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაზე, მათ შორის კონცერტებისა და ინდივიდუალური წარმოდგენების დაგეგმვისა და განხორციელების ყველა პროცედურის ორგანიზებასა და მონიტორინგის მასალების მომზადებაზე;

კულტურული ღონისძიებების კოორდინატორის მოვალეობები:

ბანაკის კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა, მთელი ბანაკის მანძილზე;

წინასწარ სამოქმედო გეგმა, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის პირებთან; ღონისძიებების სცენარის გაწერა და დადგმის უზრუნველყოფა;

ლიდერებთან კოორდინაციით, ყოველდღიური კულტურული აქტივობების კოორდინირება;

პროექტის მონაწილე ყველა გუნდის მიერ ჩასატარებელი კონცერტების ორგანიზება;

ლიდერებთან ერთად ყოველდღიური პროგრამის შედგენა და დამტკიცება;

ლიდერებთან ერთად დასკვნითი კონცერტისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება;

გახსნითი და დახურვის ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება/ჩატარება;

აუდიო აპარატურის გამართვა;

ბანაკის პროგრამისა და შინაგანაწესის ცოდნა;

ლიდერ-ტრენერთა მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;

სხვა საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია თეატრალური მიმართულებით, დამდგმელი რეჟისურის კუთხით;

სავალდებულოა ჰქონდეს მასობრივი კულტურული ღონისძიებების განხორციელების გამოცდილება;

საბანაკე აქტივობების განხორციელების გამოცდილება 14-18 წლის ასაკობრივ ჯგუფთან;

სასურველია ჰქონდეს ახალგაზრდული პროექტების ორგანიზების გამოცდილება;

გუნდური მუშაობის უნარი;

სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;

DJ

ბანაკის DJ ბანაკის განმავლობაში პასუხისმგებელია ბანაკის ფარგლებში ყველა სარეკრეაციო ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე. ასევე ბანაკში ნებისმიერი ტიპის აქტივობის მუსიკალურ არანჟირებაზე, ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა. DJ პასუხისმგებელია საღამოს ღონისძიებების ტექნიკურ გაფორმებაზე;

 

DJ-ს მოვალეობები:

ბანაკის პროგრამის ზედმიწევნით ცოდნა და წინასწარ მუსიკალური სიის შედგენა, მთელი ბანაკის მანძილზე;

აღნიშნული სია უნდა იყოს შეთანხმებული კულტურული შესაბამის პირებთან;

საღამოს ღონისძიების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

დღის განმავლობაში ბანაკის ტექნიკური აპარატურის თვალყურის დევნება და მისი მუდმივად სამუშაო მდგომარეობაშ ყოფნა;

მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;

ტექნიკური აღჭურვილობის ზედამხედველობა;

სხვა საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

პროფესიული სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მუშაობის;

სავალდებულოა ჰქონდეს სავალდებულოა ჰქონდეს ღონისძიებისთვის საჭირო აუდიო აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;

საბანაკე აქტივობების განხორციელების გამოცდილება 14-18 წლის ასაკობრივ ჯგუფთან;

ახალგაზრდული პროექტების ორგანიზების გამოცდილება;

გუნდური მუშაობის უნარი;

სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;

 

სპორტული ოფიცერი

სპორტული ოფიცერი პასუხისმგებელია სპორტული ღონისძიებების დაგეგმვაზე და ჩატარებაზე, აგრეთვე სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართვაზე.

სპორტული ოფიცრის მოვალეობები:

ბანაკის მონაწილეთათვის სპორტული აქტივობების ორგანიზება პროგრამის მიხედვით, მთელი ბანაკის მანძილზე;

სახალისო შეჯიბრებისა ჩატარება;

მონაწილეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;

მონაწილეთა მობილიზება სპორტული აქტივობების მიმდინარეობისას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

სასურველია 14 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;

გუნდური მუშაობის უნარი;

სპორტული აქტივობების, შეჯიბრების ორგანიზებისა და ჩატარების გამოცდილება;

ორგანიზებულობა;

ინგლისური ენის ფლობა; სასურველია რუსული ენის ცოდნა;

 

ფოტო-ვიდეო ბლოგერი

ფოტო-ვიდეო ბლოგერი ბანაკის განმავლობაში პასუხისმგებელია ბანაკის ყველა დღის ფოტო და ვიდეო გადაღებაზე, სცენარის დაწერასა და მონტაჟზე და გაშუქებაზე. ასევე ინდივიდუალური წარმატების ისტორიების შექმნაზე.

ფოტო-ვიდეო ოფიცრის მოვალეობები:

ბანაკის სპეციფიკისა და პროგრამის გაცნობა;

ბანაკში მიმდინარე ყველა აქტივობის ფოტო და ვიდეო გადაღება, მთელი ბანაკის მანძილზე;

ფოტო და ვიდეო კოლაჟების მომზადება;

ფოტოების შერჩევა და მათი ყოველდღიურად მიწოდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის;

ყველა ღონისძიების გადაღება, მონტაჟი, სცენარის მომზადება;

შემაჯამებელი მოკლე ვიდეოს მოზადება ბანაკის დასრულების შემდეგ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

სასურველია საბანაკე საქმიანობის სპეციფიკის ცოდნა;

ფოტო და ვიდეო გადაღების ტექნიკის ცოდნა და ქონა;

ფოტო და ვიდეო და ფოტო სამონტაჟე პროგრამების ცოდნა;

საკუთარი ფოტო/ვიდეო და კომპიუტერული აპარატურა;

კრეატიულობა;

პუნქტუალურობა;

კომუნიკაციის უნარი;

ინგლისური ენის ცოდნა;

 

ინგლისური ენის ტუტორი

ინგლისური ენის ტუტორი ბანაკის განმავლობაში პასუხისმგებელია ბანაკის შერჩეული მონაწილეთათვის ინგლისური ენის მოკლევადიანი სასწავლო მოდულის შექმნაზე, კლასების ჩატარებასა და უმაღლესი შედეგების დაფიქსირების მიღწევაზე.

ინგლისური ენის ტუტორის მოვალეობები:

შესაბამისი ფორმით ინგლისური ენის სასწავლო მოდულის გაწერა და პროექტის პროგრამული ოფიცრისთვის მიწოდება;

მოდულისთვის საჭირო ყველა საჭირო მასალის მობილიზება და ჩატარება;

მოდული უნდა მოიცავდეს ინგლისური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო სასწავლო კურსის ელემენტებს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა, შესაბამისი უმაღლესი განათლება ან ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, არანაკლებ CEFR C1;

გამოცდილება 14-18 წლის ასაკობრივ კატეგორისთან მუშაობის, ინგლისური ენის მასწავლებლად;

არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების ცოდნა და დაგეგმვის უნარი;

პუნქტუალურობა;

კომუნიკაციის უნარი;

 

საწყობის კოორდინატორი

საწყობის კოორდინატორი ვალდებულია ბანაკის საწყობის მუდმივ აღრიცხვიანობაზე, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოაებაზე და ბანაკში სასაწყობე მატერიალებთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საქმიანობაზე.

 

საწყობის კოორდინატორის მოვალეობები:

ბანაკის საწყობის მობილიზება საბანაკე ტერიტორიაზე;

მატერიალების ყოველდღიური მონიტორინგი და აღრიცხვა;

მატერიალების და მასალების გაცემა და დაბრუნების მონიტორინგი;

მატერიალების და მასალების გადატანა/გადმოტანა;

ბანაკში დარჩენილი საბოლოო მატერიალების აღრიცხვა;

შესაბამისი ფორმების წარმოება (მიღება-ჩაბარება, ჩამოწერა და სხვა);

ბანაკის მატერიალების გადაბარება სამსახურის ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

სასაწყობე მატერიალების აღრიცხვიანობის სპეციფიკის ცოდნა;

ფიზიკური მომზადება;

ორგანიზებულობა;

პუნქტუალურობა;

კომუნიკაციის უნარი;

ინგლისური ენის ცოდნა;

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად