კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ქ. ერევანში აღმოსავლურ ორთაბრძოლებში მსოფლიო თასის პირველობა გაიმართა, სადაც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში არსებული ხრიდოლის დარბაზის ბენეფიციარებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს. ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია ტურნირის მონაწილეებს და მათ მშობლებს შეხვდა. ახალგაზრდებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა, მომავალ ორთაბრძოლებში გამარჯვება უსურვა და „მომავლის ბანაკის “ საგზურით დაასაჩუქრა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტმა ნუკრი მჭედლიშვილმა, მან პრიზიორებს მადლობა გადაუხადა თავდადებული ბრძოლისათვის. გამარჯვებული მონაწილეები : ლუკა ცარციძეს, დუკა შუბითიძეს, დემეტრე ძოწენიძეს, გიორგი ხანიშვილს და დავით ალუდაური. შეჯიბრში 17 ქვეყანა მონაწილეობდა. ცენტრის ნაკრების ანგარიშზეა 6 პირველი და 2 მეორე ადგილი.

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად