კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„კომპეტენციის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის“

პროექტის „კომპეტენციის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის“ ფარგლებში შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის მონაწილეებს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ სიტყვით მიმართა და დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება უსურვა. გაერთიანებულ შეხვედრას ახალგაზრდა ლიდერები, მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურებისა და სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO-ს) დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს „კომპეტენციის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის“.

პროექტი მიზნად ისახავს სპორტის, როგორც ახალგაზრდების სამოქალაქო და სოციალური ინკლუზიის ინსტრუმენტის პოპულარიზაციას.

პროექტის ამოცანებს წარმოადგენს:
• სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და ახალგაზრდებთან 
მომუშავე სამთავრობო და არსამთავრობო ორგანიზაციებს შორის 
თანამშრომლობის ხარისხის გაზრდა.

• ახალგაზრდული და სპორტული საქმიანობების მიზნების გაერთიანება 
ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშესაწყობად;
• ინკლუზიური სპორტის პოპულარიზაცია;
• ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობების პოპულარიზება ახალგაზრდებში;
• ახალგაზრდების გაძლიერება სამოქალაქო აქტიურობის ხელშესაწყობად;

პროექტის ფარგლებში ქართულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა „SALTO-YOUTH INCLUSION AND DIVERSITY RESOURCE CENTRE“ - ის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო „FIT FOR LIFE” რომლის მიხედვითაც შემდგომში შერჩეულ მონაწილეებთან ჩატარდება სატრენინგო ციკლები.

 

იხილეთ ვრცლად

სხვა სიახლეები

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს მონაწილეობის მსურველთა მიღებას შაორის „მომავლის ბანაკში“

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს მონაწილეობის მსურველთა მიღებას შაორის „მომავლის ბანაკში“.
ვრცლად

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის დოკუმენტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და სოხუმი
ვრცლად

პროექტში „CYNC სივრცე“ თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა" და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, პროექტის „CYNC სივრცე“ ფარგლებში, ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტრენინგი გაიმართ
ვრცლად

„ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის საზეიმოდ დაიხურა.

„ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის საზეიმოდ დაიხურა. საღამო ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამების სამსახურის უფროსმა ფატი მუმლაძემ გახსნა. ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ მოზარდებს ც
ვრცლად