კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ დაიხურა!

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ დაიხურა, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. დახურვის ღონისძიებაზე მოზარდებმა საკუთარი ქვეყნები მუსიკალური ნომრებით წარმოადგინეს. 14 დღის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ახალგაზრდობის აქტივობის პრაქტიკა. ბანაკის დასასრულს, ახალგაზრდებმა მოამზადეს საპროექტო წინადადებები, რომლებსაც განახორციელებენ თავიანთ ქვეყნებში, ბანაკის შემდგომი აქტივობების სახით. პროექტის - „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 – 2020” საქართველოში, მთავარი მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მომზადება საერთო ევროპული ღირებულებებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში თანამშრომლობის, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა. ბანაკი არის მოსამზადებელი ფაზა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვა დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა არის ზოგად განათლებაზე ორიენტირებით, ახალგაზრდობის განვითარების რეგიონული მიზნების ნაწილი. პროექტი წარმოადგენს აღმოსავლეთ თანამეზობლობის რეგიონში, ევროკომისიის 2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგიდან ერთ-ერთს.

 

იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად