კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

 

 29 აგვისტოს   შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.

 „მომავლის ბანაკი“ შაორში არის პირველი სტუდენტური მასშტაბური ბანაკი საქართველოში, სადაც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ და მოხალისეობრივ აქტივობებში.

ბანაკს სხვადასხვა ნაკადზე ესტუმრნენ სტუდენტები იმერეთიდან, სამეგრელოდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა-ქართლიდან ,კახეთიდან აჭარიდან.

შაორის „მომავლის ბანაკს“ პირველ ნაკადზე პროექტის  „ახალგაზრდა ხელოვანი“ 132 ფინალისტი ესტუმრა. მათი შექმნილი ნახატებით 2020 წლის კალენდარი აიკინძება, ხოლო მოთხრობებით დაიბეჭდება წიგნი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული წიგნი გამოიცემა ბრაილის შრიფტითაც.

მეორე ნაკადზე ბანაკში საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულმა 132 მონაწილემ დაისვენა.

წელს ბანაკი  8 ნაკადად განხორციელდა და მისი მიზანია:

·         ახალგაზრდების ჩართვა რეკრეაციულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში;

·         მოხალისეობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

 

იხილეთ ბმული

 

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ დაიხურა!

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ დაიხურა, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა იღებდა მონა
ვრცლად