კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში,  1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
საზეიმო საღამოზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ „ვეფხისტყაოსანის“ თემაზე საინტერესო  პერფორმანსი შესრულდა.
სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ ბანაკის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალი - 2019“-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სპორტი ბარიერების გარეშე“ გამარჯვებული 12-18 წლის მოზარდები მთელი საქართველოდან. 
 პროექტი განხორციელდა არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით (ჰობი - განათლება)  და მოიცავდა სპორტულ, შემეცნებით, საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს. 
ბანაკის ფარგლებში დაგეგმილმა  აქტივობებმა  ხელი შეუწყო მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის, როგორც ფასეულობის განმტკიცებას. გარდა ამისა, ბანაკის მონაწილეებს განუვითარდათ ინდივიდუალური და გუნდური თამაშებისთვის საჭირო უნარები.
ბანაკში მუდმივად მიმდინარეობდა სპორტული ტურნირები და სხვადასხვა საბანაკე თამაშები. ბანაკის ფარგლებში ჩატარდა სპორტული ოლიმპიადა სპორტის რამდენიმე სახეობაში: ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, სპრინტი, ფრენბურთი, კალათბურთი და სხვა. 
 მონაწილეებისთვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, სადაც განიხილეს სამოქალაქო საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხები/თემები.
„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ მიზნებია:
 ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;
 ახალგაზრდების ჩართვა სპორტულ აქტივობებში;
 ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად

„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ დაიხურა!

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ დაიხურა, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა იღებდა მონა
ვრცლად